სასწავლო პროექტი


1.    პროექტის სახელწოდება:
·       გენმოდიფიცირებული პროდუქტი -
აშიშია თუ არა ისინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
·       რა არის გენმოდიფიცირებული საკვები ?
·       რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს გმო-პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
·       რა შედეგებია მათი ზემოქმედების გამოკვლევასთან დაკავშირებით?
·       რა განსხვავებაა გმო-სგან მიღებულ საკვებსა და ჩვეულებრივ საკვებს შორის?

3. პროექტის აქტუალობა:
·       პროექტი აქტუალურია ,რადგან მომრავლებულია და ფართო გაყიდვაშია გენმოდიფიცირებული პროდუქტი.
·       ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს უკეთ გაერკვნენ ამ პროდუქტის დადებით და უარყოფით მხარეებში.
·        შეეძლებათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პროდუქტის შეძენისას .

4.პროექტის მიზნები:
ა)ამ პროექტის მიზანია  მოსწავლეებმა უკეთ  გაიგონ
·       რა არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები
·       რომელი წლიდან ვხვდებით გმო-ულ პროდუქტს,ანუ გმო-ის ისტორია.
·       რა  სარგებლობა და ზიანი მოაქვს გმო-პროდუქტს ადამიანისთვის
·       რა შედეგებია მათი ზემოქმედების გამოკვლევასთან დაკავშირებით
·       როგორ აკეთებენ ორგანიზმების გენების მოდიფიცირებას
·       რა განსხვავებაა გმო-სგან  მიღებულ საკვებსა და ჩვეულებრივ საკვებს შორის
·       რატომ ქმნიან გენმოდიფიცირებულ საკვებს
·       რამდენადაა გავრცელებული  გმო  საკვები
·       როგორ ხდება გმო-ს შემცველი პროდუქტის რეგულირება
·       როგორ ხდება გმო-ს შემცველ პროდუქტის აღნიშვნა
·       არგუმენტები სავალდებულო მანიშნების მოთხოვნაზე
·       ვინ იგებს  გმო-ს ტექნოლოგიით
·       აუცილებელია თუ არა   გმო პროდუქტის არსებობა სამყაროს დასაპურებლად
·       გენმოდიფიცირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე






ბ)მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას განუვითარდებათ შემდეგი უნარ-ჩვევები:
·       დაკვირვების უნარი-ცხოვრებისეულ პირობებში.
·       რჩევების მიცემის ანუ თანამშრომლობის უნარი.
·       მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ძიების უნარი.
·       პრესის,ინტერნეტის-საშუალებით ინფორმაციის შეგროვების უნარი
·       საკვების ყიდვისას არჩევის უნარი .
5. მონაწილეთა ასაკი:12-13 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა

7. მოსალოდნელიშედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლებაშეიქმნას:
·       ბუკლემები-რომელსაც დაურიგებენ მეგობრებს
·       ,,იარლიყები-სადაც მითითებული იქნება რა ნივთიერებები შედის აღნიშნულ პროდუქტში,
·       საპრეზენტაციო ფაილები-სადაც ჩამოთვლილი იქნება გენმოდიფიცირებული და ჯანსაღი პროდუქტი. ასევე ჯანსაღი კვების დადებითი მხარეები..
·       პოსტერები
8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
·       ისტ-ი
·       პროექტორი
·       კომპიუტერი
·       ვიდეოფაილები
·       პრესა(ბეჭდვითი მასალა)
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტ,1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემის ჩამოყალიბება;
აქტ.3.ორგანიზებული საკითხები:
ჯგუფების შექმნა;
ფუნქციების განაწილება;
კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ.4 მომდევნო შეხვედრის დაგეგმვა
    მეორე შეხვედრაზე განვიხილავ ჯგუფების მიერ მოტანილ მასალებს.გავმართავთ დისკუსიას.ვიმსჯელებთ იმ  საკითხებზე რომლებიც მოითხოვს  გადახედვას და უკეთ დამუშავებას.
   დავგეგმავთ  მომდევნო შეხვედრას სადაც მოვახდენთ  მასალის გაერთიანებას და საპრეზენტაციოდ მომზადებას.
   დავადგენთ პრეზენტაციის დღეს.
პრეზენტაციის შემდეგ პროექტის შემაჯამებელი შეფასება(მოსწავლეთა ანგარიში)-დისკუსიით.



10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან  კავშირი




ბიოლოგია

11.პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
მარიამ მაღლაკელიძე

12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:marimarika6@gmail.com

13.პროექტის  ვებგვერდი/ბლოგი:


Комментариев нет:

Отправить комментарий